Thumbnail
  • ვენის აუსტრია 0:4 გრაცის შტურმი
  • ოთარ კიტეიშვილმა მასპინძლებს ორი გოლი გაუტანა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში, ოთარ კიტეიშვილის შტურმი ვენის აუსტრიას ესტუმრა და მეტოქეს 4:0 მოუგო. სტუმრებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს, მაგრამ მატჩის 69-ე წუთზე მასპინძლებს ფეხბურთელი გაუძევეს, რის შემდეგაც ერთ წუთში ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა და შტურმის უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.

ქართველმა ნახევარმცველმა ზუსტად 4 წუთში დუბლი გაიფორმა და გრაცელებს 3 ქულა გაუნაღდა. შტურმს 9 ტურში 18 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. მათი მომდევნო მეტოქე ადმირა იქნება.

კიტეიშვილისთვის ეს გოლი ამ სეზონში მესამე იყო. ოთარმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში პირველად ალტახს გაუტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები