Thumbnail
  • ტენერიფე 107:62 ობრადოირ
  • შერმადინის 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ობრადოიროს უმასპინძლა და 45 ქულით გაიმარჯვა. შერმადინის გუნდმა მეტოქეს 107:62 სძლია.

გიორგიმ 17:18 წუთი ითამაშა - ქართველმა ცენტრმა 18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. შერმადინმა 7-დან 6-ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინი მატჩის MVP გახდა. მან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ტენერიფემ ოთხივე პერიოდი მოიგო და ამ სეზონში რეკორდული გამარჯვება იზეიმა. შერმადინის გუნდს 12-დან 11 მოგება დაუგროვდა. მათი მეტოქე მომდევნო ტურში სან პაბლო ბურგოსი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები