Thumbnail
  • სეტონ ჰოლი 70:83 ორეგონი
  • სანდრო მამუკელაშვილი: 10 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი

NCAA-ში კვლავ დამარცხდა სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი, რომელმაც ორეგონთან 13-ქულიანი სხვაობით წააგო - 70:83. ქართველმა ფორვარდმა 35 წუთში გუნდს 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მოუტანა. მის ანგარიშზეა 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც. ეს სეტონ ჰოლის მესამე მარცხია სეზონის სტარტზე (4 თამაშიდან). 

ამერიკული მედია წერს, რომ ორეგონის კალათბურთელებმა შეძლეს სეტონ ჰოლის მთავარი ვარსკვლავის, სანდრო მამუკელაშვილის შეჩერება. მართალია, სანდრომ 10 ქულა მაინც ჩააგდო, მაგრამ ეს ყველაზე ცოტაა ამ სეზონში. ქართველი ფორვარდი ამ სეზონში საშუალოდ 18.8 ქულას, 8.3 მოხსნასა და 2.5 პასს აკეთებს. სეტონ ჰოლი 6 დეკემბერს პენ სტეიტს სტუმრად ეთამაშება. 

კომენტარები

ბოლო ამბები