Thumbnail
  • ლოკომოტივი 3:1 რუბინი
  • ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო 17 წუთი ითამაშა

თითქმის ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 19 წლის ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთს დაუბრუნდა - მან რუსულ პრემიერლიგაში ყოფილი გუნდის, ლოკომოტივის წინააღმდეგ ითამაშა - რუბინი სტუმრად 1:3 დამარცხდა, ხვიჩა კი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.

სამწუხაროდ, ქართველი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ დაინფიცირდა. კორონავირუსის გამო, მან 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალი გამოტოვა. ის თამაში საქართველოს ნაკრებმა 0:1 წააგო და მომდევნო ზაფხულს ხვიჩა და კომპანია ევროპის ჩემპიონატში ვერ ითამაშებს. 

როდესაც კვარაცხელია ლოკომოტივთან მოედანზე გავიდა, მისი გუნდი უკვე 10 კაცით თამაშობდა. whoscored.com-მა კვარაცხელიას 6.1 ქულა დაუწერა. ის 20-ჯერ შეეხო ბურთს, გააკეთა 12 პასი (75% სიზუსტე), ჰქონდა ერთი წარმატებული დრიბლინგი და ერთი ზუსტი დარტყმა. 

რუბინი 24 ქულით მეათე ადგილზეა. ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონატის 15 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები