Thumbnail

ნიუ ორლეანსი მომდევნო ეტაპზეა, მინესოტამ ჰიუსტონს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნიუ ორლეანსი 131:123 პორტლენდი
  • პელიკანსმა მეტოქეს სერია დაუმთავრა
  • მინესოტა 121:105 ჰიუსტონი
  • მინესოტამ სერიის ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 2:1

ნიუ ორლეანსს ზუსტად ოთხი შეხვედრა დასჭირდა, რათა პორტლენდის ბარიერი გადაელახა და მომდევნო ეტაპზე გასულიყო. პელიკანსმა ბოლო მატჩი რვაქულიანი უპირატესობით, 131:123 მოიგო. აღასანიშნავია, რომ მასპინძელთა რიგებში ორმა მოთამაშემ 40 ქულაზე მეტი ჩააგდო. ენტონი დევისის ანგარიშზე 47 ქულა იყო, ხოლო ჯრუ ჰოლიდეიმ 41 ქულამდე მოახერხა ასვლა.

პორტლენდის რიგებიდან სიჯეი მაკალუმს 38 ქულა ჰქონდა. ნიუ ორლეანსი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში გადაწყვიტა სერიის ბედი და მომდევნო ეტაპზე გავიდა. სავარაუდოდ, გოლდენ სტეიტიც სან ანტონიოსთან იმავე ანგარიშით მოიგებს.

მინესოტამ პლეი ოფის სერიის მესამე მატჩში ჰიუსტონს მოუგო. ჯიმი ბატლერმა 28 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი. კარლ-ენტონი თაუნსი საოცარი იყო, მან 18 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა. ჰიუსტონის მხრიდან ხუთ მოთამაშეს 10 და 10-ზე მეტი ქულა ჰქონდა მოგროვილი: ჰარდენს 29, კრის პოლს 17, ერიკ გორდონს 15, რაიან ანდერსონს 12 და ჯერალდ გრინს 10.

მინესოტამ სერიის ანგარიშში სხვაობა შეამცირა - 2:1. 14 წლის შემდეგ, გუნდმა პლეი ოფში მატჩის მოგება შეძლო.

 

კომენტარები

ბოლო ამბები