Thumbnail

შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში "შემოდგომის ერთა თასზე" მე-7 ადგილისთვის მატჩში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა და ძალზე საინტერესო ორთაბრძოლაში 24:38 დამარცხდა. მსოფლიოს თასზე წაგებისთვის (10:46) რევანში არ შედგა. ექვსი ერის მიერ ორგანიზებულ ექსპერიმენტულ ტურნირზე "ბორჯღალოსნებმა" ბოლო, მე-8 ადგილი დაიკავეს. 

ნემანი ნადოლომ სამი ლელო გაიტანა

თამაში საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ცუდად დაიწყო - 72-ე წამზე (!) ნემანი ნადოლომ ლელო გაიტანა, რომელიც ბენ ვოლავოლამ ვერ გარდასახა - 0:5. მე-7 წუთზე ამას დებიუტანტ ჯონი დაიერის ლელო მოყვა, რომელიც ვოლავოლამ გარდასახა - 0:12. თედო აბჟანდაძემ მე-10 წუთზე ფიჯის ჯარიმით უპასუხა - 3:12. 

მე-17 წუთზე ფიჯის ნაკრებმა მესამე ლელო გაიტანა, ეს ჯოშუა ტუისოვამ მოახერხა, ვოლავოლამ გარდასახა - 3:19. თამაშის სურათი ამის მერე შეიცვალა, "ბორჯღალოსნების" შეტევას შეცვლაზე შესული გიორგი მელიქიძის ლელო მოჰყვა, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა - 10:19. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა კარგი დასარტყამი ჯარიმის ნაცვლად ბურთი აუტში მოიგერია, თუმცა ლელოს დადება ვერ მოხერხდა. პირველი ტაიმი ქართველთა შეტევებში დასრულდა - 10:19.

54-ე წუთზე ტუისოვას გარღვევა მარჯვენა ფლანგზე მესულამე კუნალუვამ დაასრულა, ხოლო ვოლავოლამ გარდასახა - 10:26. 59-ე წუთზე ნადოლოს ფეხით შეუცურეს ბურთი და მანაც თავისი მეორე ლელო გაიტანა - ვოლავოლამ ბურთი ძელს გაარტყა - 10:31. მალევე, 63-ე წუთზე ნადოლომ ჰეთ თრიკი შეასრულა. ფიჯელებმა გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს - 10:38. 

68-ე წუთზე ბექა საღინაძემ გარღვევა ქართველთა მეორე ლელოთი დაასრულა, რომელიც აბჟანდაძემ გარდასახა - 17:38. 79-ე წუთზე "ბორჯღალოსნების" მასიური შეტევა საღინაძის ლელოთი დასრულდა - აბჟანდაძემ კვლავ გარდასახა - 24:38. 

📺 საქართველო v ფიჯი [მიმოხილვა]

საქართველო 24:38 ფიჯი

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი (15. დავით ნინიაშვილი), 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (60. გელა აფრასიძე); 1. მიხეილ ნარიაშვილი (68. გურამ გოგიჩაშვილი), 2. შალვა მამუკაშვილი (49. ჯაბა ბრეგვაძე), 3. ბექა გიგაშვილი (10. გიორგი მელიქიძე), 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე (68. გრიგორ ქერდიყოშვილი), 6. ოთარ გიორგაძე (60. მიხეილ გაჩეჩილაძე), 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 22. დემურ თაფლაძე

ფიჯი: 15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. სემი რადრადრა (კაპ.), 12. ლევანი ბოტია, 11. ნემანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრენკ ლომანი, 1. პენი რავაი, 2. სამუელ მატავესი, 3. მესაკე დოგე, 4. ტევიტა რატუვა, 5. ტემო მაიანავანუ, 6. ჯონი დაიერი, 7. მესულამე კუნავულა, 8. ალბერტ ტუისუე.
სათადარიგოები: 16. ტევიტა იკანივერე, 17. ჰაერეიტი ჰეტეტი, 18. სამუელა ტავაკე, 19. კრის მინიმბი, 20. მანუელი რატუნიარავა, 21. სიმიონე კურუვოლი, 22. სერუ ვულარიკა, 23. ვაისეა ნაიაკალევუ.

კომენტარები

ბოლო ამბები