Thumbnail

ინფანტინოს თამაშგარის წესის შეცვლა სურს - ჯანის VAR-ი მოსწონს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფიფას პრეზიდენტს სურს, ფეხბურთი უფრო შეტევითი გახდეს
  • ინფანტინოს აზრით, VAR-ის ხარვეზები გამოსწორებადია

FIFA-ს სურს, რომ თამაშგარის წესი, რომელიც ხშირ შემხთვევაში საკამათოა, გააუმჯობესოს. მიუხედავად სურვილისა, რთულია ერთ კონკრეტულ რამეზე ჩამოყალიბება, რადგან სხვადასხვა ექსპერტებს, ყოფილ მოთამაშეებსა თუ მსაჯებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

VAR-ის ტექნოლოგიის დანერგვამ მსაჯებს საშუალება მისცა ისეთი დაღღვევების აღმოჩენისა, რომელთა შეუიარაღებელი თვალით დანახვა ხშირ შემთხვევაში წარმოუდგენელია. მიუხეავად ამისა, თამაშგარის დაფიქსირებისა და ვიდეორეფერით გადამოწმების შემდეგაც, გულშემატკივრებში საკამათო მაინც ბევრი საკითხი რჩება.

"თამაშგარის წესი ბოლო 100 წლის განმავლობაში განვითარდა და ჩვენ კვლავ განვიხილავთ მის დახვეწას. ჩვენ ვცდილობთ გავიაზროთ, შეგვიძლია თუ არა თამაშგარის წესის უფრო მეტად დახვეწა. განხილვა ხდება არა VAR-ის გამო, არამედ იმიტომ, რომ გვსურს შეტევითი ფეხბურთის განვითარება", - განაცხადა ჯანი ინფანტინომ.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ასევე ისაუბრა VAR-ზე. მისი თქმით, ვიდეომსაჯი ფეხბურთს ეხმარება, ის ნელ-ნელა განვითარდება და მის მიმართ უფრო ნაკლები პრეტენზია იქნება.

"VAR ეხმარება და არ აზიანებს ფეხბურთს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ორი წლის წინ შემოიღეს და არა 200 წლის წინ. შეცდომები არის, რადგან ზოგ მსაჯს ჯერ კიდე არ გააჩნია გამოცდილება ამ ტექნოლოგიის მიმართ", - დამაატა ინფანტინომ.

კომენტარები

ბოლო ამბები