Thumbnail
  • გრიზმანი ბოლო შეხვედრებია კარგად გამოიყურება
  • ფრანგის შეასახებ კომენტარი რონალდ კუმანმა გააკეთა

2019 წლის ზაფხულში ანტუან გრიზმანი მადრიდის ატლეტიკოდან ბარსელონაში გადავიდა. კატალონიურ გუნდში ფრანგზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა ანტუანს პირველი სეზონი ისეთი არ გამოუვიდა, როგორსაც ელოდნენ.

მძიმე სეზონის შემდეგ, გრიზმანს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მიუხედავად ამისა, 29 წლის ფეხბურთელი ცდილობს ფორმაში შევიდეს და თავისი შედეგები გააუმჯობესოს. ბოლო რამდენიმე თამაშია ფრანგი შედარებთ უკეთ გამოუყურება.

ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა. ნიდერლანდელი სპეციალისტის აზრით, გრიზმანი ბოლო თამაშებია უკეთ გამოყურება. კუმანის აზრით ფრანგი დამოკიდებული უნდა იყოს საკუთარ თავზე და არა სხვა მოთამაშეებზე.

"გრიზმანი შესანიშნავი ფეხბუთელია. მას შეუძლია სხვადასხვა პოზიციებზე ითამაშოს. ის არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა შემტევებზე, არამედ დამოკიდებული უნდა იყოს საკუთარ თავსა და მენტალიტეტზე. ის ცდილობდა თავის თამაშში რამე შეეცვალა და ბოლო შეხვედრებია უკეთესად თამაშობს", - განაცხადა კუმანმა.

ანტუან გრიზმანმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 9 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 3 გატანილი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჩემპიონთა ლიგაზე კი ფრანგმა 4 მატჩში 2 გოლი გაიტანა.  

კომენტარები

ბოლო ამბები