Thumbnail

იბრა: კარიერის დასრულება გადავწყვიტე, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • მილანის შვედი თავდამსხმელი აღიარებს, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა
  • 39 წლის ფეხბურთელის თქმით, თავს ჯერჯერობით ისევ ძალიან კარგად გრძნობს

მილანის შვედი თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღიარებს, რომ გასულ ზაფხულს კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა, მაგრამ ფეხბურთში დარჩენა ბოლო მომენტში გადაწყვიტა. 

მილანს სერია A-ში ჩატარებული 9 მატჩის შემდეგ 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ლიდერია. 39 წლის ფეხბურთელი გუნდში ამჟამად არსებულ განწყობასა და თავის გამოწვევებზე საუბრობს: 

"მილანს გამარჯვებები სწყურია. გვაქვს შემართება და კარგად ვუმკლავდებით საქმეს. არ არის საჭირო ოცნებები და მიზნები, საკმარისია კონკრეტულ თამაშზე ფიქრი. რა თქმა უნდა, მაქვს მიზანი, მაგრამ გუნდმა საუკეთესო შედეგები უნდა აჩვენოს. ახლა მოდუნების დრო არ არის. ყველას მხოლოდ ჩვენი ბოლო მატჩები ახსოვს.

ისეთ კლუბში გადასვლას, რომელიც უკვე მწვერვალზეა, მირჩევნია, თავად მივიყვანო გუნდი მწვერვალამდე. რომ მშინებოდა, მილანთან კონტრაქტს არც გავაფორმებდი. ასევე იყო მანჩესტერ იუნაიტედშიც. მაშინ მეუბნებოდნენ, რომ სულ წაგებული ვიქნებოდი, რადგან ამისთვის მეტისმეტად ბებერი ვიყავი

ათი წლის წინ სხვა სტატუსი, სხვა ეგო მქონდა, მაგრამ ახლა გამოცდილება მაქვს. როდესაც ახალგაზრდა ხარ, თავში გიქრის, ახლა უკეთესად ვერკვევი ვითარებაში".

პიოლი და ზლატანი თანამშრომლობის გაგრძელებაზე მაინც შეთანხმდნენ

ზლატანი გასულ ზაფხულს კონტრაქტის გახანაგრძლივებაზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და სტეფანო პიოლისთან გამართულ დიალოგს იხსენებს:

"სტეფანო პიოლიმ მკითხა, რას ვაპირებდი. ვუპასუხე: "გაგრძელებას აღარ ვაპირებ. საკმარისია. ჩემთვის მნიშვნელოვანი ოჯახია, აქ კი სულ მარტო ვარ - მსხვერპლივით. ექვსი თვე - კარგი, მაგრამ კიდევ ერთი წელიწადი აქ ვეღარ გავჩერდები". პიოლიმ მითხრა, რომ პატივს სცემდა ჩემს გადაწყვეტილებას. 

მომდევნო დღეს კიდევ ვისუაბრეთ და ვუთხარი, რომ კარიერას ვასრულებდი, მაგრამ შემდეგ რაღაც შეიცვალა. ისევ დავრეკე მილანში და ვუთხარი, რომ გავაგრძელებდი თამაშს.

კარიერის დასრულებაზე ჯერ კიდევ მანჩესტერ იუნაიტედში ვფიქრობდი, როდესაც 35 თუ 36 წლის ვიყავი. მაგრამ ვინ ვარ ფეხბურთის გარეშე? ძნელია შეეშვა იმას, რასაც 25 წლის განმავლობაში აკეთებდი. ახლა მზად ვარ ამისთვის? არა, რადგან თავს ისევ ძალიან კარგად ვგრძნობ", - ამბობს იბრა.

ვეტერანი შვედი 10 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია

ზლატანი მილანში 2010-12 წლებში გამოდიოდა, შემდეგ კი კლუბში 2020 წლის იანვარში დაბრუნდა. ფეხბურთელმა კლუბთან ხელშეკრულება გასულ ზაფხულს ერთი წლით გაახანგრძლივა. სერია A-ს მიმდინარე სეზონში იბრამ 6 მატჩში ითამაშა, რომლებშიც 10 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები