- ჟორჟ მიქაუტაძემ ბრიუგეს 23-წლამდელთა გუნდს გაუტანა
- 20 წლის ფეხბურთელისთვის ეს 7 ნოემბრის შემდეგ პირველი გოლია
ბელგიის 1B დივიზიონში ჟორჟ მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ქართული წარმოშობის ფორვარდმა, რომელიც სერენის ღირსებას იცავს, ბრიუგეს 23-წლამდელთა გუნდთან გამოიჩინა თავი.
მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მე-19 წუთზე მეტოქის კარში გოლიც გაიტანა. ჟორჟმა საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა და ეფექტური მოძრაობითა და დარტყმით იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა. 20 წლის შეტევმა თითქმის 1-თვიანი მშრალი სერია დაასრულა და 7 ნოემბერის შემდეგ პირველად გაიტანა, ხოლო სერენმა ბრიუგეს მეორე გუნდი 4:0 დაამარცხა.
მიქაუტაძეს 1B დივიზიონში 13 მატჩში 16 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა - 5 გოლით უსწრებს უახლოეს მდევარს. სერენი 13 თამაშში მოპოვებული 25 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 13 დეკემბერს, მოლენბეეკთან ჩაატარებს.
კომენტარები