Thumbnail

ინფანტინოსთვის სუპერლიგა მისაღებია - კონკრეტული გეგმა მალე იქნება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ სუპერლიგის იდეაზე ისაუბრა
  • მისი თქმით, კონკრეტული გეგმები ზაფხულში დაისახება

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ახალი საკლუბო სუპერტურნირის იდეის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სუპერლიგის განხორციელების იდეა რეალურია.

“ყველას სურს, საკუთარი შეჯიბრი გააძლიეროს და გააუმჯობესოს, - განაცხადა 50 წლის ინფანტინომ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე, - ჩვენ გვსურს, რომ კლუბებს უკეთეს ტურნირებში ჩართვის საშუალება მივცეთ. არის რამდენიმე მოდელი, რაზეც უნდა ვიფიქროთ.”

'ტრადიციები უნდა დავიცვათ, მაგრამ მუდმივად უნდა ვფიქრობდეთ განვითარებაზე'

ფიფას პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე ფიქრი დაწყებულია, თუმცა კორონაკრიზისის გამო კონკრეტულ იდეებზე მსჯელობა გაჭიანურდა. ფიფას მიზანია, კონკრეტული გეგმები 2021 წლის ზაფხულში წარმოადგინოს. ინფანტინოს თქმით, ყველაზე მთავარი სწორი ბალანსის პოვნაა - ნაკრები გუნდები და ეროვნული ჩემპიონატები დაცული უნდა იყოს.

“ფიფას მხოლოდ ფეხბურთის გლობალურად განვითარება სურს. ეს იმას ნიშნავს, რომ აქტუალური ტრადიციები უნდა დავიცვათ, მაგრამ მუდმივად უნდა ვფიქრობდეთ განვითარებაზე. ჩვენ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს გადავდგათ, რაც მსოფლიო ფეხბურთს გააუმჯობესებს.”

გადატვირთული კალენდრის გამო ფიფამ ცოტა ხნის წინ მატჩებში 5 ცვლილება დაუშვა, რაც ინფანტინოს თქმით კარგი დასაწყისია. “მხოლოდ ერთად მსჯელობით მივალთ სწორ დასკვნებამდე და განვავითარებთ საუკეთესო იდეებს,” - დასძინა ინფანტინომ.

კომენტარები

ბოლო ამბები