Thumbnail
  • 📅 5 დეკემბერი | ⌚ 21:30 | ⚽ ბაიერნი V ლაიპციგი
  • ბაიერნი ლაიპციგან შინ გოლსაც კი არ უშვებს ხოლმე
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ლაიპციგი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია გერმანიაში (რა თქმა უნდა, მიუნხენის ბაიერნის შემდეგ). იულიან ნაგელსმანის გუნდი ამ სეზონში განსაკუთრებით დაცვაშია ძლიერი - მხოლოდ 6 ბურთი აქვს გაშვებული, რაც ბუნდესლიგაში საუკეთესო შედეგია (შედარებისთვის, ბაიერნს 13 გოლი აქვს გაშვებული, დორტმუნდის ბორუსიას კი - 9). მაგრამ ლაიპციგს მიუნხენში არასდროს მოუგია! უფრო მეტიც: ‘ალიანც არენაზე’ გოლიც კი არ აქვს გატანილი! თუმცა ეს ფაქტი გერმანიის ჩემპიონატის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩს არ აკნინებს: შაბათს ბაიერნი ლაიპციგს უმასპინძლებს.

მიუნხენური გრანდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ატლეტიკოსთან ჩემპიონთა ლიგის მისთვის უმოტივაციო მატჩში (1:1) რამდენიმე ლიდერი დაასვენა, მათ შორის რობერტ ლევანდოვსკიც და ეს სწორედ ლაიპციგთან პრინციპული თამაშისთვის გააკეთა.

ლიდერ ბაიერნსა და მეორე ადგილზე მყოფ ზახსენურ კლუბს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაგელსმანის გუნდს ‘ალიანც არენაზე’ გამარჯვების შემთხვევაში გალიდერება შეუძლია.

ძალიან საინტერესო სტატისტიკა: ბოლო 70 მატჩიდან ბაიერნმა მხოლოდ ორჯერ ვერ შეძლო გოლის გატანა და ეს ორივე შემთხვევაში ლაიპციგთან მოხდა (2020 წლის 0:0 და 2019 წლის 0:0).

თომას მიულერს ლაიპციგისთის გოლი არასდროს გაუტანია. ბუნდესლიგის ამჟამინდელი კლუბებიდან მას უგოლო სერია მხოლოდ ბერლინის უნიონთან აქვს

ბაიერნს ატლეტიკოსთან დასვენებული ლიდერები უბრუნდებიან. კითხვის ნიშანი მხოლოდ ნახევარდაცვის ცენტრშია: ვინ შეუწყვილდება ლეონ გორეტცკას - ხავი მარტინესი თუ მარკ როკა (იოზუა კიმიხი და კორენტენ ტოლისო ტრავმირებულები არიან).

საინტერესო ფაქტები

⚽ ბაიერნისა და ლაიპციგის დუელი ბუნდესლიგის ტურის ტოპ-მატჩია - ლიდერი მეორეადგილოსანს მასპინძლობს. ლაიპციგს პირველ ადგილზე გადასასვლელად გამარჯვება სჭირდება.

⚽ ლაიპციგის მოგება მიუნხენში ერთი შეხედვით არცისე რეალურია, რადგან ბაიერნი საკუთარ მოედანზე ამ კლუბთან არასდროს დამარცხებულა. 

⚽ თუმცა ამავდროულად, ლაიპციგი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჰანსი ფლიკის ფორმაციის ბაიერნმა (53 მატჩი) გოლი ვერ გაუტანა - ბოლო დაპირისპირება 0:0 დასრულდა. 

⚽ ფლიკის ხელში ბაიერნს ბუნდესლიგაში საშუალოდ მატჩში 3,21 გოლი გააქვს, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში ყველა მწვრთნელზე უკეთესი შედეგია.

⚽ გასაკვირი არ არის, რომ ბაიერნს ამ სეზონში გერმანიის ჩემპიონატის 9 მატჩში უკვე 31 გოლი აქვს გატანილი, რაც 1974/75 წლების რეკორდის გამეორებაა. 

⚽ გასათვალისწინებელია, რომ ბაიერნმა ბუნდესლიგაში წინა საშინაო მატჩი ვერ მოიგო (1:1 ვერდერთან). ეს იყო პირველი საშინაო მატჩი ამ სეზონში, რომელშიც რეკორდმაისტერმა 3 ქულა ვერ აიღო.

⚽ ამრიგად: ბუნდესლიგის ამ სეზონში ბაიერნს 4 საშინაო მატჩიდან 3 მოგებული აქვს (1 ფრე) და სამივეში პირველი ტაიმიც მოიგო.

⚽ ლაიპციგმა ბუნდესლიგის სეზონი ყველაზე კარგად წელს დაიწყო (6 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი). 

⚽ განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს ლაიპციგის დაცვა - იულიან ნაგელსმანის გუნდს 9 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ბურთი აქვს გაშვებული, რაც საშუალოდ მატჩში 0,67 მიღებულ გოლს ნიშნავს. ეს საუკეთესო შედეგია ბუნდესლიგაში (ბაიერნმა 13 გოლის გაშვება მოასწრო).

⚽ თუმცა ლაიპციგს სტუმრად პრობლემები აქვს და ბუნდესლიგაში გასვლითი მატჩი ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ მოიგო (1 მ, 2ფ, 1წ).

⚽ აღსანიშნავია, რომ ლაიპციგს მიუნხენში არათუ არასდროს მოუგია, ‘ალიანც არენაზე’ გოლიც კი არ აქვს გატანილი.

⚽ კინგსლი კომანმა ბაიერნის ბოლო სამ თამაშში გაიტანა, აქედან ორჯერ ანგარიში გახსნა.

⚽ ბაიერნი ბოლო დროს მატჩის პირველ ნახევარში ისეთი ძლიერი ვეღარ არის: ბოლო 6 ოფიციალური მატჩიდან 5-ში რეკორდმაისტერმა პირველ ტაიმში გოლი გაუშვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - ტოლისო, გორეტცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი
ტრავმა: დევისი, კიმიხი, ტოლისო

ლაიპციგი (3-4-2-1): გულაჩი - კონატე, უპამეკანო, ჰალსტენბერგი - მუკიელე, ზაბიტცერი, ადამსი, ანხელინო - დანი ოლმო, ნკუნკუ - ფორსბერგი.
ტრავმა: ჰენრიხსი, კლოსტერმანი, ლაიმერი

კომენტარები

ბოლო ამბები