Thumbnail

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, სუპერლიგის პირველი წრის ბოლომდე საკალათბურთო კლუბ ტიტებში ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომლის თანახმად, 30 წლის გამთამაშებლის ტიტებში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, გუნდის მთავარი მწვრთნელი მანუჩარ მარკოიშვილია.

Breaking News 🏀საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მაიკლ დიქსონი, სუპერლიგის პირველი წრის ბოლომდე...

Posted by BC Titebi on პარასკევი, 04 დეკემბერი, 2020

პირველი წრის დასრულებამდე ტიტები საქართველოს სუპერლიგაში შვიდ შეხვედრას გამართავენ (ორი - გამოტოვებული, ხუთი - კალენდარული).

გიორგი ჯაფარიძე (ტიტების გენერალური მენეჯერი): "დიქსონი, სანამ კარიერის გასაგრძელებლად ჩინეთის ჩემპიონატში გადავა, მანამდე ფორმის შესანარჩუნებლად ჩვენს გუნდში ივარჯიშებს და ითამაშებს. ტიტებში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია, მისი დონის მოთამაშესთან ვარჯიშში, ისინი კიდევ უფრო გაიზრდებიან და განვითარდებიან".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მაიკლ დიქსონმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადა აღნიშნა, რომ თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში მას უპატივცემულოდ მოექცნენ და არ მისცეს ჩინეთის ვიზა, რათა ოჯახის წევრებთან გამგზავრებულიყო. მოგვიანებით საელჩომ უარყო სპორტსმენის დამცირებისა და უპატივცემულობის ფაქტები, ხოლო ვიზის გაუცემლობა მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული რეალობით ახსნა.

მაშინ ზაზას რეკორდი გაიმეორა: 36 ქულა!

📌 მაიკლ დიქსონ უმცროსი საქართველოს მოქალაქე 2016 წლის ივნისში გახდა. 2017 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრებში იგი საშუალოდ 16.6 ქულას, 3.2 მოხსნასა და 4.2 პასს აკეთებდა. უშუალოდ ევრობასკეტზე კი მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 13.8 ქულა, 2.0 მოხსნა და 5.2 პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები