Thumbnail

მადრიდის რეალი კრიზისშია. ‘სამეფო კლუბს’ ესპანეთის ჩემპიონატში 3 ტურია, არ მოუგია (2 მარცხი, 1 ფრე) და ჩემპიონთა ლიგაშიც რთულ აქვს საქმე (მე-3 ადგილი 5 ტურის შემდეგ). ამბობენ, რომ ზინედინ ზიდანის დღეები რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დათვლილია. სევილიასთან მატჩის წინ, რომელიც ზიზუსთვის უმნიშვნელოვანესია, ფრანგმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს მიმართა.

“რთულ დროში კაცმა ხასიათი უნდა გამოავლინოს, - განაცხადა ზიდანმა, - მე მაქვს იმის ძალა, რომ სიტუაცია შევცვალო და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. ასე უნდა მოიქცნენ ფეხბურთელებიც. რთული სიტუაციები არაერთხელ გადაგვიტანია. ასეთი მომენტები ფეხბურთის ნაწილია - ყოველთვის იარსებებს კარგი და ცუდი დრო. ”

ესპანეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე ყოფნა და ლიდერთან 7-ქულიანი ჩამორჩენა მადრიდული გრანდის ხელმძღვანელებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყოვლად მიუღებელია. აღარაფერს ვამბობთ ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფში ჩარჩენის პერსპექტივაზე - რეალს ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ასეთი რამ არასდროს მოსვლია.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ზიზუს პოტენციურ შემცვლელებად მაურისიო პოჩეტინო და კლუბის ლეგენდა რაული განიხილებიან. ეს უკანასკნელი ახლა რეალის მეორე გუნდის მწვრთნელია, პოჩეტინო კი ტოტენჰემიდან წასვლის შემდეგ უმუშევარია.

კომენტარები

ბოლო ამბები