Thumbnail
  • მატჩი, რომელშიც რეალში ზინედინ ზიდანის ბედი უნდა გადაწყდეს
  • სამეფო კლუბმა მის სავარაუდო შემცვლელთან მოლაპარაკება გამართა
  • 48 წლის მაურისიო პოჩეტინოს ესპანეთში მუშაობის გამოცდილება აქვს 

მადრიდის რეალმა პირველი მოლაპარაკება გამართა არგენტინელ მაურისიო პოჩეტინოსთან, რომელიც ბოლოს ტოტენჰემს წვრთნიდა. ამის შესახებ ესპანური მედია წერს, რომლის ცნობით, "სამეფო კლუბის" წარმომადგენლები უმუშევრად მყოფ 48 წლის სპეციალისტს დაუკავშირდნენ, რათა შეეტყოთ, არის თუ არა ის მზად, თანამდებობიდან ზინედინ ზიდანის წასვლის შემთხვევაში, რეალი ჩაიბაროს. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზინედინ ზიდანს რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ, თუკი მადრიდული კლუბი 9 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში გლადბახს ვერ მოუგებს. 

შეგახსენებთ, რომ ზიდანის გუნდი ტურნირში ძალიან არადამაჯერებლად გამოდის და პლეი ოფში მისი გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა. გუნდს 5 მატჩში 7 ქულა აქვს და B ჯგუფის ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. 7 ქულა აქვს დონეცკის შახტარსაც, რომელიც მეორეა, ხოლო ლიდერი 8 ქულით გლადბახია. ცხრილში ბოლო ადგილს მილანის ინტერი (5) იკავებს. ბოლო ტურის შეხვედრას რეალი ესპანეთში ჩაატარებს და მარცხის შემთხვევაში ნამდვილად ვეღარ გავა ჯგუფიდან, ფრეს შემთხვევაში კი ინტერი-შახტარის დაპირისპირების შედეგზე იქნება დამოკიდებული. 

ზიდანის სკამი შახტართან წაგებული ბოლო მატჩის შემდეგ ძალიან შეირყა

მადრიდის რეალი ვერც ლა ლიგაში ბრწყინავს, სადაც 17 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

მაურისიო პოჩეტინო ტოტემჰემ ჰოთსპურს 2014-19 წლებში წვრთნიდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის 2019 წლის ფინალში ათამაშა, სადაც ლივერპულთან დამარცხდა (0:2). არგენტინელ სპეციალისტს ასევე უმუშავია საუთჰემპტონსა და ესპანიოლში.

კომენტარები

ბოლო ამბები