Thumbnail
  • სევილია 0:5 ბარსელონა
  • სუარესი 14' 40' მესი 31' ინიესტა 52' კოუტინიო 69' (პენ)

ესპანეთის სამეფო თასი ისევ ბარსელონას დარჩა - მადრიდში ატლეტიკოს  "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ერნესტო ვალვერდემ პირველი ტიტული მოიპოვა ბარსას თავკაცის რანგში - 5:0 მოუგო სევილიას.

სევილიას შანსი არ ჰქონია - მე-14 წუთზე მეკარე სილესენის დაწყებული კონტრშეტევა ფილიპე კოუტინიომ გააგრძელა და მან ლუის სუარესს ახლო მანძილიდან გაატანინა. 

ამას მოჰყვა ლეო მესის 31-ე გოლი სევილიას კარში, საგოლე პასი (ქუსლით) ჟორდი ალბამ შეასრულა.

ტაიმი ბარსამ 3:0 მოიგო, რადგან მე-40 წუთზე სუარესმა დუბლი შეასრულა, მას მესიმ ბრწყინვალე პასი გადააწოდა. 

52-ე წუთზე მესიმ და ინიესტამ მორიგი შედევრი შვეს, გოლი ანდრესმა გაიტანა, რომელიც სეზონის ბოლოს ტოვებს ბარსელონას.

69-ე წუთზე კი კოუტინიომ პენალტით გაიტანა მატჩის ბოლო გოლი.

მესიმ და ინიესტამ ზედიზედ მეოთხე კოპა მოიგეს

საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა

► ანდრეს ინიესტამ მაბრსელონას მაისურით 34-ე ტიტული მოიგო.

► სევილიას ყველაზე მეტი გოლი ისტორიაში ლეო მესიმ გაუტანა - 31.

► ბარსელონამ "სამეფო თასი" 30-დ მოიგო, ეს ესპანეთის ახალი რეკორდია.

► ლეო მესი 21-ე საუკუნეში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც თასის ზედიზედ სამ ფინალში შეძლო საგოლე პასის გაკეთება.

► ლუის სუარესმა გაიტანა ყველა ფინალში, რომლებშიც კი ბარსელონას მაისურით უთამაშია. 

► ლეო მესი კოპას ისტორიაში მეორე ფეხბურთელია, ვინც ხუთ ფინალში გაიტანა (6 გოლი). პირველი ტელმო ზარაა (1942-1950 წლებში).

► ფილიპე კოუტინიომ 17 მატჩში ითამაშა ბარსას მაისურით და ამ შეხვედრებში ბარსას ჯერ არ წაუგია.

► ბარსელონამ ესპანეთის თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო.

► ბარსელონამ თასი მადრიდში მე-16-დ მოიპოვა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები