Thumbnail

ქართველი მეკარის გოლი ბოლო წუთზე! ნუკრი რევიშვილმა გორის დილას გაუტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დილა - რუსთავი 2:2
  • 95-ე წუთზე გატანილი გოლით გადარჩენილი ერთი ქულა

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში გორის დილამ რუსთავს უმასპინძლა - მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში მე-10 წუთზე ალვინ ფორტესმა გახსნა, ჰოლანდიელმა ლეგიონერმა სეზონში მესამე გოლი გაიტანა. დილამ ორბურთიანი უპირატესობა 81-ე წუთზე მოიპოვა, ნოდარ ქავთარაძემ სეზონის მესამე გოლი გაიტანა.

რუსთავი არ დანებდა და ქულაც მოიპოვა. 90-ე წუთზე ცხინვალიდან წამოყვანილმა თამაზ მაქაცარიამ ანგარიშში სხვაობა შემაცირა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რუსთავის მეკარე ნუკრი რევიშვილი წინ წავიდა და კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი გორის დილას კარში გადაგზავნა.

ნუკრი რევიშვილის გოლი გორის დილას კარში

კომენტარები

ბოლო ამბები