- NBA-ში მოთამაშეების ტესტების შედეგები ცნობილია
- კალათბურთელების 9 პროცენტი ინფიცირებულია
სეზონისწინა მატჩების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე NBA-ში კორონავირუსი ერთდროულად 48 კალათბურთელს დაუდასტურდა! ინფორმაცია ლიგამ ოფიციალურად დაადასტურა. 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე კოვიდ-19-ზე ტესტები საერთო ჯამში 546 მოთამაშეს ჩაუტადა. გამოდის, რომ მოთამაშეების დაახლოებით 9 პროცენტი ინფიცირებულია.
ერთი დღით ადრე გოლდენ სტეიტში ორ მოთამაშეს დაუდგინდა ვირუსი, რის გამოც უორიორსმა ვარჯიშების დაწყება გადადო. ინფიცირებულია ვაშინგტონ უიზარდსის კალათბურთელიც. მათი ვინაობა არ დასახელებულა.
მეტი ამ თემაზე:
- ბლოკბასტერ-ტრეიდი: ჰიუსტონმა რასელ ვესტბრუკი გაუშვა
- ახალი კონტრაქტი ლებრონს - ჯეიმსი 85 მილიონ დოლარს მიიღებს
- ‘კარგად ვარ და მზად ვარ’ - კევინ დურანტმა დაბრუნებაზე ისაუბრა
- დონჩიჩი V ლებრონი და სხვა მაგარი მატჩები - კალენდრის დეტალები
NBA-ს პროტოკოლის მიხედვით, ინფიცირებულმა მოთამაშეებმა მინიმუმ 10 დღე არ უნდა ივარჯიშონ, სიმპტომების შემთხვევაში კი უფრო დიდხანს უნდა დარჩნენ იზოლაციაშია.
NBA-ში პრესეზონის მატჩები 11 დეკემბერს უნდა დაიწყოს, რეგულარული სეზონის სტარტი კი 22 დეკემბერსაა დაგეგმილი - შესანიშნავი მატჩით ჩემპიონ ლოს ანჯელეს ლეიკერსსა და ლოს ანჯელეს კლიპერსს შორის.
კომენტარები