- ოლივიე ჟირუმ სევილიას კარში პოკერი შეასრულა
- დორტმუნდი 1/8 ფინალშია, თამაშამდე ჰაალანდის ტრავმის შესახებ გახდა ცნობილი
ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტური დასრულდა. ამ ტურში ლაშა დვალმა ბარსელონას წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, მისი ფერენცვაროში ჯგუფში მესამე ადგილისთვის იბრძვის.
E ჯგუფში მხოლოდ პირველი ადგილის ბედი წყდებოდა, სევილიას კარში ოლივიე ჟირუმ პოკერი შეასრულა. ფრანგმა ყველა გემოვნების გოლის გატანა შეძლო და ჩელსის დიდი ანგარიშით მოაგებინა - 4:0. 34 წლის ოლივიე ყველაზე ასაკოვანია მათ შორის, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 3 ან მეტი გოლი გაიტანა. ბაფეტიმბი გომისის მერე (2011) მეორე ფრანგია, რომელმაც ლიგაზე პოკერი შეასრულა.
📺 სევილია v ჩელსი [მიმოხილვა]
F ჯგუფში ყველა ელოდა ჰაალანდის მორიგ გაბრწყინებას, მაგრამ ეს არ შედგა - ნორვეგიელს თამაშამდე ტრავმა დაუდასტურდა და წლეულს ის ვეღარ ითამაშებს. დორტმუნდმა კი შინ ლაციო ვერ დაამარცხა - 1:1. დორტმუნდმა მაინც მოიპოვა პლეი ოფის საგზური, რადგან ბრიუგე რომც დაეწიოს, ბელგიურ კლუბს ურთიერთშეხვედრებში სჯობნის.
📺 დორტმუნდი v ლაციო [მიმოხილვა]
G ჯგუფში ლაშა დვალის ფერენცვაროში უშანსოდ იყო ბარსელონასთან, რომელსაც ლეო მესი აკლდა. უნგრელები დიდი ანგარიშით დამარცხდნენ - 0:3.
📺 ფერენცვაროში v ბარსელონა [მიმოხილვა]
ტურინში იუვენტუსმაც დიდი ანგარიშით დაამარცხა კიევის დინამო - თავისი გოლები კიეზამ, რონალდომ და მორატამ გაიტანეს - 3:0. კრიშტიანომ კარიერაში 750-ე გოლი გაიტანა. ბოლო ტურში იუვენტუსი-ბარსელონა პირველადგილოსნის ვინაობას გაარკვევს.
📺 იუვენტუსი v დინამო კიევი [მიმოხილვა]
E ჯგუფი
კრასნოდარი 1:0 რენი
გოლი: 1:0 ბერგი (71)
სევილია 0:4 ჩელსი
გოლები: 0:1 ჟირუ (8), 0:2 ჟირუ (54), 0:3 ჟირუ (74), 0:4 ჟირუ (82-პენალტი)
1. ჩელსი - 13; 2. სევილია - 10; 3. კრასნოდარი - 4; 4. რენი - 1.
F ჯგუფი
დორტმუნდი 1:1 ლაციო
გოლები: 1:0 გერეირო (44), 1:1 იმობილე (67-პენალტი)
ბრიუგე 3:0 ზენიტი
გოლები: 1:0 დე კეტელაერე (33), 2:0 ვანაკენი (58-პენალტი), 3:0 ლანგი (73)
1. დორტმუნდი - 10 ქულა; 2. ლაციო - 9; 3. ბრიუგე - 7; 4. ზენიტი - 1.
G ჯგუფი
ფერენცვაროში 0:3 ბარსელონა
გოლები: 0:1 გრიზმანი (14), 0:2 ბრაიტვაიტი (20), 0:3 დემბელე (28-პენალტი)
იუვენტუსი 3:0 დინამო კიევი
გოლები: 1:0 კიეზა (21), 2:0 რონალდო (57), 3:0 მორატა (66)
1. ბარსელონა - 15; 2. იუვენტუსი - 12; 3. დინამო - 1; 4. ფერენცვაროში - 1.
კომენტარები