Thumbnail

'დიდი ბრძოლა გველის' - სერხიო რამოსმა კონორ მაკგრეგორი გამოიწვია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რეალის მცველმა სატრენაჟორო დარბაზში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა
  • 34 წლის ფეხბურთელმა UFC-ის მებრძოლს მიმართა და პასუხიც მიიღო

სანამ მადრიდში დონეცკის შახტართან რეალის მარცხის (0:2) მიზეზებზე მსჯელობენ, გუნდის კაპიტანი სერხიო რამოსი Instagram-ში ერთობა.

სამეფო კლუბის მცველი, რომელმაც შახტართან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ფორმის აღდგენას სატრენაჟორო დარბაზში ცდილობს და თავს დაკუნთული სხეულით იწონებს. ახლახან გადაღებულ ვიდეორგოლში 34 წლის ფეხბურთელმა UFC-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

"როდის იქნები მზად, კონორ", - მიაწერა რამოსმა ვიდეოს.

"მოემზადე, ჩემო ძმაო! დიდი ბრძოლა გველის", - დაუწერა კომენტარი მაკგრეგორმა რამოსს.

ცნობილია, რომ ესპანელი ფეხბურთელი და ირლანდიელი მებრძოლი მეგობრობენ და შესაბამისად, სერხიოს და კონორის რეალურ ჩხუბს გულშემატკივარი არ უნდა ელოდოს.

კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე დაბრუნებას 2021 წლის 23 იანვარს, ტურნირ UFC 257-ში აპირებს, სადაც ამერიკელ დასტინ პორიეს დაუპირისპირდება. 32 წლის ირლანდიელისთვის ეს პირველი ბრძოლა იქნება ერთწლიანი პაუზის შემდეგ. ბოლოს ირლანდიელმა 2020 წლის იანვარში, წუთზე ნაკლებ დროში დონალდ სარონე დაანოკაუტა. 

კომენტარები

ბოლო ამბები