Thumbnail

ზიდანის სკამი შეირყა - მედიის ცნობით, ზიზუს წასვლა რეალის ფეხბურთელებსაც სურთ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

ესპანური COPE-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალის ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს კლუბიდან ზინედინ ზიდანის წასვლა სურს. გუნდის ბირთვი ფრანგ სპეციალისტს ბოლომდე ენდობა და მხარს უჭერს, მაგრამ გუნდში ერთსულოვნება აღარ არის. ზოგიერთი ფეხბურთელი ვერაფრით ხსნის ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს და მათი აზრით, ზიდანის მოხსნა, კლუბის უარყოფით დინამიკას შეცვლის.

დაახლოებით ამასვე ადასტურებს "მარკა", რომლის გავლენაც "სამეფო კლუბზე" საკმაოდ დიდია. "მარკა" წერს, რომ კლუბში ზიდანის მხარდაჭერა ძველებური აღარ არ არის. ფრანგის გადაწყვეტილებები ბევრის გაკვირვებას იწვევს, მისი პერსპექტივა რეალში კი საკმაოდ ბუნდოვანია. 

ამ აზრს არ იზიარებს მადრიდული  AS, გამოცემის მტკიცებით, ზინედინ ზიდანი რეალში მუშაობას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ მეორედ დამარცხდა დონეცკის შახტართან (ამჯერად, 0:2 კიევში) და ჯგუფური ეტაპიდან გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა. 

📺 შახტარი v რეალი [მიმოხილვა]

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 ტურის მერე მხოლოდ 7 ქულა აქვს და მე-3 ადგილზეა. რაც შეეხება ლა ლიგას, "სამეფო კლუბი" 17 ქულით მე-4 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები