Thumbnail
  • სტეფანო პიოლიმ კორონავირუსი დაამარცხა
  • მილანის მწვრთნელი სელტიკთან დაბრუნდება

მილანის მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი კორონავირუსისგან განიკურნა. 55 წლის სპეციალისტს კოვიდ-19 ნოემბრის შუა რიცხვებში დაუდასტურდა. დაინფიცირებიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, პიოლის ტესტის პასუხები უარყოფითია.

მილანს ხუთშაბათს ევროპალიგის მატჩი აქვს გლაზგოს სელტიკთან და ამ შეხვედრაში პიოლი “როსონერის” სათადარიგოთა სკამს დაუბრუნდება. გამოჯანმრთელდა მისი ასისტენტი ჯაკომო მურელიც. ინფორმაცია მილანმა ოფიციალურად დაადასტურა.

კარანტინში ყოფნის დროს პიოლი მილანის ვარჯიშებს უჩვეულო მეთოდებით აკვირდებოდა და ხელმძღვანელობდა. იმისათვის, რომ ვარჯიში იზოლაციიდან ეკონტროლებინა, პიოლიმ მარანელოზე დრონით აღჭურვილი თანამშრომელი ჩართო საქმეში.

მილანი იტალიის ჩემპიონატს 9 ტურის შემდეგ 23 ქულით ლიდერობს, ევროპალიგაში კი სელტიკთან მატჩის წინ, ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ლილს 1 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები