Thumbnail

როიტერსის რედაქტორი: ეს ქართული რაგბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თვეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ქართველი მორაგბეები უნდა გასცდნენ მხოლოდ დიდ, ძლიერ, მაგარ ფორვარდობას'
  • როიტერსის სპორტის რედაქტორი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების პლუს-მინუსებზე

მიტჩ ფილიპსმა, რომელიც რაგბის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე და გამოცდილი ბრიტანელი ჟურნალისტია, "შემოდგომის ერთა თასზე" მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და ზოგადად ქართულ რაგბზე თავისი მოსაზრება გამოთქვა. ფილიპსი როიტერსის სპორტის რედაქტორია, თავისი საქმიანობით ევროპისა და აფრიკის კონტინენტებსა და შუა აღმოსავლეთს ფარავს და 1995 წლიდან მოყოლებული, რაგბის ყველა მსოფლიო თასი აქვს გაშუქებული. მის კომენტარს INSIGHTelevision გვთავაზობს.

“საქართველოს ნაკრები ყოველთვის მომწონდა. როცა 2003 წლის მსოფლიო თასისთვის მომზადება დავიწყეთ, მათზე მხოლოდ ის ვიცოდით, რომ ინგლისის პირველი ოპონენტები იქნებოდნენ. მაშინ რამდენიმე მასალა მოვამზადეთ საქართველოს ნაკრებზე. შემდეგ პერთში გავემგზავრე და საქართველოსთვის სულ პირველ მსოფლიო თასის მატჩს დავესწარი. ინგლისმა დიდი უპირატესობით მოიგო, მაგრამ საქართველომ მისთვის დამახასიათებლად, წინა ხაზში კარგი თამაში შემოგვთავაზა.

ქართველი მორაგბეების დიდი ნაწილი ფრანგულ ლიგაში თამაშობს და აქედან ვიცით, რომ ისინი დიდი და ძლიერი ბიჭები არიან. ის რაც არ ვიცით, არის სხვა რა აქვთ ფიზიკური სიძლიერის გარდა. ალბათ ესაა მათთვის შემდეგი ნაბიჯი, რომ გასცდნენ დიდ, ძლიერ, მაგარ ფორვარდობას... დღესდღეობით, ამაზე მეტია საჭირო.

საქართველო, რომელსაც 3-4 კვირაში ვნახავთ, იქნება ბევრად ძლიერი გუნდი, ვიდრე ის გუშინ იყო და კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე პირველი თამაშისას შოტლანდიასთან. ერთმანეთთან 3-4 კვირიანი რეგულარული შეთამაშების შესაძლებლობაც კი, სულ რომ არაფერი ვთქვათ ასეთ მეტოქეებთან შეხვედრებზე, მწვრთნელებს შანსსა და საჭირო დროს  მისცემს, რომ შეკრან გუნდი და კომბინაციები კარგად დაამუშავონ”.

LELOS at the Autumn Nations Cup - ბორჯღალოსნები შემოდგომის ერთა თასზე

📣💭 "საქართველო, რომელსაც 3-4 კვირაში ვნახავთ, იქნება ბევრად ძლიერი გუნდი, ვიდრე ის გუშინ იყო" - მიტჩ ფილიპსი, მსოფლიოში ნომერ პირველი საინფორმაციო სააგენტოს "Reuters"-ის სპორტის რედაქტორი 🇬🇧🇬🇧 🏈 გაიცანით რაგბის თემის ერთ-ერთი ყველაზე მცოდნე და გამოცდილი ჟურნალისტი ბრიტანეთში და მისი მოსაზრება ქართველ ბორჟღალოსნებზე 🏈 მიტჩ ფილიპსს გაშუქებული აქვს რაგბის ყველა მსოფლიო ჩემპიონატი 1995 წლიდან 🏈 ფილიპსი თავისი საქმიანობით ფარავს ევროპისა და აფრიკის კონტინენტებს, ასევე შუა აღმოსავლეთს

Posted by INSIGHTelevision on Tuesday, December 1, 2020


INSIGHTelevision არის სივრცე, სადაც გასართობი, შემეცნებითი და განწყობის ასამაღლებელი მოკლე ფილმების ნახვა შეგიძლიათ. ხელოვნების, კულტურისა და სპორტის თემებზე ექსკლუზიური ინტერვიუების გარდა, INSIGHTelevision თავის მაყურებელს საინტერესო და ინსპირაციული ადამიანების პორტრეტებს სთავაზობს.

კომენტარები

ბოლო ამბები