Thumbnail

NBA-ს ახალი სეზონის დაწყებამდე 3 კვირით ადრე გულშემატკივრები ჯერ კიდევ ელოდებიან კალენდარს. ახლა პირველი დეტალები გახდა ცნობილი: შობის დღესასწაულზე წელსაც ძალიან მაგარი თამაში გაიმართება - ეს იქნება ლუკა დონჩიჩის დალას მავერიკსისა და ლებრონ ჯეიმსის ლოს ანჯელეს ლეიკერსის დუელი. ე.წ. Christmas Games-ის შესახებ ინფორმაცია ESPN-ის ინსაიდერმა ადრიან ვოინაროვსკიმ გაავრცელა.

დალასისა და ლეიკერსის მატჩი 25 დეკემბერს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას სეზონის სტარტზე ლებრონ ჯეიმსი. როგორც იცით, ის და კიდევ რამდენიმე სუპერვარსკვლავი დასვენებისთვის მეტ დროს ითხოვდნენ. შესაძლოა, ლებრონმა სეზონის სტარტზე რამდენიმე თამაში სწორედ დასვენების მიზნით გამოტოვოს.

იანისი V კარი და ზაიონიც

დამაინტრიგებელია სხვა მატჩებიც. მაგალითად, ვოინაროვსკის ინფორმაციით, იანის ანტეტოკუნმპოს მილუოკი ბაქსი სტეფ კარის გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდება. საინტერესო იქნება აღმოსავლეთის დიდი დუელი ჯეისონ ტეიტუმის ბოსტონ სელტიკსსა და კევინ დურანტისა და კაირი ირვინგის ბრუკლინს შორის.

Christmas Games წინა სეზონის ფინალისტის, მაიამი ჰიტის მატჩით დაიწყება, რომელიც ნიუ ორლეან პელიკანსს დაუპირისპირდება. ამრიგად, პირველივე მატჩში ვუნდერკინდ ზაიონ უილიამსონსაც ვნახავთ. გარდა ამისა, ნიკოლა იოკიჩის დენვერ ნაგეთსს კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის ლოს ანჯელეს კლიპერსთან ექნება საქმე.

კომენტარები

ბოლო ამბები