Thumbnail

'ნებისმიერ ფასად' - ანორთოსისს გიორგი ქვილითაიას გენტში დაბრუნება აღარ სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კვიპროსის ჩემპიონატის ბომბარდირია
  • გიორგი ბელგიურ გენტს ეკუთვნის, ანორთოსისში კი იჯარი წესით გამოდის
  • კვიპროსული მედია 27 წლის ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით წერს

საქართველოს ნაკრების 27 წლის ცენტრფორვარდის გიორგი ქვილითაიას იჯარა ანორთოსისში წარმატებული გამოდგა. ქართველმა ფეხბურთელმა, რომელსაც ხელშეკრულება ბელგიურ გენტთან აკავშირებს, კვიპროსის ჩემპიონატის 8 მატჩში უკვე 6 გოლი გაიტანა (პლუს ერთი საგოლე პასი) და ლიგის ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული. 

ქვილითაია განსაკუთრებით ეფექტური ბოლო ტურის მატჩში იყო. ქართველი მწვრთნელ-ფეხბურთელების ანორთოსისმა შინ პარალიმნის ენოსისს ანგარიშით 4:2 მოუგო, გიორგიმ კი ჰეთ თრიქი შეასრულა. 

კვიპროსული მედია ანორთოსისში გიორგი ქვილითაიას მომავალზე მსჯელობს და გამოთქვამს ვარაუდოს, რომ კვიპროსული კლუბი იჯარის გასვლის შემდეგ, ქართველ თავდამსხმელს გენტში აღარ დააბრუნებს.

"ის მოედანზე სასწაულს სჩადის. ის უკვე შეიყვარეს ანორთოსისის გულშემატკივრებმა, რომლებისთვისაც დურისი და კაჭარავა წარსულია… გიორგი ქვილითაიას გამოსვლამ აჟიოტაჟი გამოიწვია და ახლა ფამაგუსტელები კითხულობენ, ქართველი ფეხბურთელი დარჩება თუ არა კლუბში უახლოეს წლებში.

თემურ ქეცბაიას გუნდს და ტაქტიკას გიორგი ქვილითაია იოლად შეეწყო

მაგრამ ეს იოლი არაა და ამისთვის ერთბაშად რამდენიმე ფაქტის თანხვედრა იქნება საჭირო. ქვილითაიას დამატებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩემპიონობის მოპოვება, სხვა შემთხვევაზე კი ფიქრიც არ გვინდა…

ქვილითაიას ბელგიურ გენტთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. ნაკლებად სავარაუდოა, ის ანორთოსისს ან სხვა რომელიმე კლუბს იჯარით კიდევ დაუთმონ. საუბარი ალბათ ბელგიელებისთვის მისაღებ ფასად მის გამოსყიდვაზე უნდა იყოს. 

ქვილითაია ანორთოსისში თავს ბედნიერად გრძნობს და ჩვენს კუნძულზე ცხოვრებითაც კმაყოფილია, რაც უახლოეს თვეებში გენტთან მოლაპარაკებისთვის კარგი მიზეზი იქნება. სავარუადოდ, საკითხი გაზაფხულამდე გაიწელება, მაგრამ ფამაგუსტას კლუბს მისი დატოვება ნებისმიერ ფასად გადაწყვეტილი აქვს", - წერს კვიპროსული მედია.

დღეს ანორთოსისი პრაქტიკულად ნახევარი საქართველოს ნაკრებია

ფამაგუსტას ანორთოსისმა 12 ტურის თავზე 26 ქულა დააგროვა და გათამაშებას ლიდერობს, მომდევნო ტურში კი 4 დეკემბერს, სტუმრად დოქსას დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები