Thumbnail

NBA | გოლდენ სტეიტსა და ვაშინგტონში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ვარჯიშების დაწყების დღეს NBA-ში კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა
  • გოლდენ სტეიტმა მზადების დაწყება რამდენიმე დღით გადადო

ვარჯიშების ოფიციალური სტარტის დღეს NBA-ში კორონავირუსით ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ორი შემთხვევა ყოფილ ჩემპიონ გოლდენ სტეიტ უორიორსშია, ერთი კი ვაშინგტონ უიზარდსში. ლიგას ინფიცირებულთა ვინაობა არ გაუმხელია.

ტესტების დადებითი პასუხების გამო გოლდენ სტეიტმა ინდივიდუალური ვარჯიშის დაწყება ოთხშაბათისთვის გადადო, გუნდური ვარჯიშები კი სრული დატვირთვით მომდევნო კვირაში უნდა დაიწყოს. ვაშინგტონში კი გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ინფიცირებული მოთამაშე გადაიყვანონ იზოლაციაში, ვარჯიში კი გეგმის მიხედვით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ NBA-ში ინდივიდუალური ვარჯიშები სამშაბათიდან დაშვებულია. კვირიდან კი გუნდური ვარჯიშების სტარტია დაგეგმილი. პრესეზონის მატჩები 11 დეკემბერს აიღებს სტარტს. NBA-ს რეგულარული სეზონი 22 დეკემბერს იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები