Thumbnail

დიდი 10 - ჯიქმა ხარებს მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯიქი 36:27 ხარები.
  • გორელებმა მატჩის შემოტრიალება მოახერხეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.
  • ხარებისთვის სეზონი დასრულდა.
  • ჯიქის მეტოქე ბათუმი ან ლელო იქნება.

დიდი ათის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში გორის ჯიქმა რუსთავის ხარებს უმასპინძლა და მეტოქეს 36:27 მოუგო. გორელებმა პირველი ნახევარი 22:14 დათმეს, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეს მხოლოდ ერთი ლელოს დადების საშუალება მისცეს, თვითონ კი სამი ლელოთი გამოირჩნენ და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ.

ნიკა პატარაია დათო თაბუკაშვილის წინააღმდეგ (11).

პლეი ოფის პირველ შეხვედრაში რვა ლელო დაიდო.

გორელებმა 50-ე წუთიდან 64-ე წუთამდე 19 ქულის აღება მოახერხეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს. რუსთავის ხარებმა სეზონი დაასრულა, ხოლო ჯიქის მეტოქე მეოთხედფინალში ბათუმი ან ლელო იქნება.

ბათუმისა და ლელოს მატჩი ხვალ გაიმართება.

⭕️პირდაპირი ეთერი 🏆 დიდი 10 / Didi 10დიდი 10-ის პლეი-ოფი 1️⃣ წრე 🏉 ჯიქი - ხარები #ჩვენითამაშიაქარის

Posted by რაგბი TV/Rugby TV on შაბათი, 21 აპრილი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები