- პორტუ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა
- B ჯგუფში ვითარება უკიდურესად დაიძაბა
- ლივერპული მერვედფინალაშია - მეორე ადგილი ვაკანტურია
ევროპის ქალაქებში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურის მატჩები გაიმართა.
📺 ატლეტიკო v ბაიერნი [მიმოხილვა]
A ჯგუფში ბაიერნი ექსპერიმენტული შემადგენლობით დაუპირისპირდა ატლეტიკოს, რომელსაც ქულები ჯერ კიდევ ესაჭიროება და 1:1 დაუზავდა. ჟოაო ფელიქსის გოლს თომას მიულერმა პენალტით უპასუხა. ეს გერმანელის 47-ე გოლია ლიგაზე, მან ფილიპო ინძაგის გაუსწრო.
B ჯგუფში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რეალი კიდევ ერთხელ დამარცხდა შახტართან, ამჯერად კიევში - 0:2 და ჯგუფში ჩარჩენის სერიოზული საფრთხის წინაშეა.
📺 შახტარი v რეალი [მიმოხილვა]
მილანის ინტერმა სტუმრად 3:2 მოუგო მიონხენგლადბახის ბორუსიას, რომელსაც ალასან პლეამ ვერ უშველა, ფრანგმა დუბლი შეასრულა, ბოლოს მესამეც გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ ეს გოლი გააუქმა. ინტერს დუბლით რომელუ ლუკაკუმ მოაგებინა და შანსი შეუნარჩუნა.
📺 გლადბახი v ინტერი [მიმოხილვა]
C ჯგუფში პორტუმ და მანჩესტერ სიტიმ 0:0 ითამაშეს და ამით პორტუგალიელებმაც პლეი ოფის საგზური მოიპოვეს. ამ მატჩშიც იყო ერთი გაუქმებული გოლი - გაბრიელ ჟეზუშის.
📺 პორტუ v მანჩესტერ სიტი [მიმოხილვა]
A ჯგუფი
ატლეტიკო 1:1 ბაიერნი
გოლები: 1:0 ჟოაო ფელიქსი (26), 1:1 მიულერი (86-პენალტი)
ლოკომოტივი 1:3 ზალცბურგი
გოლები: 0:1 ბერიშა (28), 0:2 ბერიშა (41), 1:2 მირანჩუკი (79-პენალტი), 1:3 ადეიემი (81)
1. ბაიერნი 13 ქულა; 2. ატლეტიკო - 6; 3. ზალცბურგი - 4; 4. ლოკომოტივი - 3.
B ჯგუფი
შახტარი 2:0 რეალი
გოლები: 1:0 დენტინიო (57), 2:0 სოლომონი (82)
გლადბახი 2:3 ინტერი
გოლები: 0:1 დარმიანი (17), 1:1 პლეა (45+1), 1:2 ლუკაკუ (64), 1:3 ლუკაკუ (73), 2:3 პლეა (76)
1. გლადბახი - 8; 2. შახტარი - 7; 3. რეალი - 7; ინტერი - 5.
C ჯგუფი
პორტუ 0:0 მანჩესტერ სიტი
მარსელი 2:1 ოლიმპიაკოსი
გოლები: 0:1 მ. კამარა (33), 1:1 პაიე (55-პენალტი), 2:1 პაიე (75-პენალტი)
1. მანჩესტერ სიტი - 13; 2. პორტუ - 10; 3. ოლიმპიაკოსი - 3; 4. მარსელი - 3.
კომენტარები