Thumbnail

‘ეს სამარცხვინო და გულისამრევია!’ - UFC-ის მსაჯი რუსეთში გამართულ ჩხუბზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რუსეთში 63-კილოგრამიანი ქალი 240-კილოგრამიან კაცთან აჩხუბეს
  • უჩვეულო დუელს UFC-ის მსაჯი მარკ გოდარდი გამოეხმაურა

რუსეთში MMA-ს უჩვეულო დუელი გაიმართა: დარინა მაძიუკი, რომელიც 63 კილოგრამს იწონის, 240-კილოგრამიან მამაკაცს, გრიგორი ჩისტიაკოვს დაუპირისპირდა და დაამარცხა. დარინა პროფესიონალია მებრძოლია, 4 დუელიდან 3 მოგებული აქვს. ჩისტიაკოვი კი ბლოგერი გახლავთ და Youtube-ზე 120 000 აბონენტი ჰყავს.

ბრძოლა 90 წამი გრძელდებოდა. გრიგორიმ დარინას თავიდანვე შეუტია, მაგრამ 28 წლის მაძიუკმა თავი გაითავისუფლა და გაცილებით მძიმე მეტოქე თავში დარტყმების შედეგად დააგდო. “ვარჯიშს ვიწყებ და ვეცდები, ცხოვრების უფრო ჯანმრთელი სტილი მქონდეს,” - განაცხადა დამარცხებულმა ბრძოლის შემდეგ.


ამ უცნაურ შოუს UFC-ის მსაჯი მარკ გოდარდი გამოეხმაურა. მან რუსეთში ჩატარებული ბრძოლა მკაცრად გააკრიტიკა: “აი, რასთან გვაქვს საქმე 2020 წელს, - წერს გოდარდი, - სწორედ ამის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა, ჩვენი სპორტის ცუდ პარალელებთან. ბევრისთვის, უბრალო მაყურებლისთვის და კრიტიკოსებისთვის ესეც MMA არის. ეს სამარცხვინო, გულისამრევი და საზარელია.”

კომენტარები

ბოლო ამბები