Thumbnail

22-დღიანი ტყვეობა დასრულებულია - ფიჯიმ ივარჯიშა და საქართველოს ეთამაშება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 📅 5 დეკემბერი | ⌚ 16:00 | 🏉 საქართველო V ფიჯი | 📺 ტელეკომპანია იმედი
  • ფიჯის ნაკრებმა პირველად ივარჯიშა

ფიჯის ნაკრების 22-დღიანი "ტყვეობა" ფრანგულ სასტუმროში დასრულებულია - ორშაბათს საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ პირველად ივარჯიშა და 3 დეკემბერს ედინბურგში მიფრინავს. როგორც ჩანს, "ბორჯღალოსნების" ბოლო მატჩს "შემოდგომის ერთა თასზე" გაუქმება აღარ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტების სანაცვლოდ ექვსი ერის ორგანიზაციამ 8 ერის ტურნირი დააარსა - "შემოდგომის ერთა თასი" - რომელშიც ფიჯისა და საქართველოს ნაკრებები მიიწვია, მაგრამ ტურნირი სრულდება და ფიჯელებს ჯერ დებიუტი არ ჰქონიათ. 

ფიჯელთა პირველი ვარჯიში იძულებითი იზოლაციის შემდეგ

ფიჯის ნაკრები 25 ოქტომბერს შეიკრიბა საფრანგეთში, მაგრამ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი გაუუქმდა, რადგან ეროვნულ გუნდში კორონავირუსით ჯამში 29 მორაგბე დაავადდა, მათ შორის ისეთი ვარსკვლავები, როგორიც სემი რადრადრა და ნემანი ნადოლო არიან. სენტ ეტიენიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ფიჯის გუნდი ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რომელსაც კიდევ რამდენიმე დღე დაემატა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მე-7 ადგილისთვის მატჩში ედინბურგში (შოტლანდია) დაუპირისპირდება ფიჯის ნაკრებს. პირობით მასპინძლად "ბორჯღალოსნები" ითვლებიან. 

კომენტარები

ბოლო ამბები