Thumbnail

უკრაინული მედია: ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

უკრაინული მედია საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატზე წერს. Футбол газета-ს ინფორმაციით, თანამდებობაზე, რომელიც ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა, ერთ-ერთი პრეტენდენტი უკრაინელი სპეციალისტი იური ვერნიდუბია. 

შეგახსენებთ, რომ სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა, რომელსაც 2016 წლის მარტიდან იკავებდა, ნოემბერში, უეფას ერთა ლიგის ჯგუფში ბოლო მატჩის წინ დატოვა. 

უკრაინული წყაროს ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ვაისის შემცვლელად რამდენიმე ვარიანტს განიხილავს, შორტ-ლისტში კი იური ვერნიდუბიც შედის, რომელსაც სხვადასხვა კლუბებში ქართველ ლეგიონერებთანაც უმუშავია. წლების განმავლობაში იყო ჯაბა ლიპარტიას მწვრთნელი ზორიაში, ბოლოს კი სოლიგორსკსი შახტარში ლაშა შინდაგორიძესა და გიორგი დიასამიძესთან იმუშავა.    

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემერში უმწვრთნელოდ დარჩა

54 წლის იური ვერნიდუბი ყოფილი ფეხბურთელია და თავის დროზე სანკტ პეტერბურგის ზენიტის ღირსებას იცავდა. თავის სამწვრთნელო კარიერაში ის ზაპოროჟიეს მეტალურგსა და ლუგანსკის ზორიაში მუშაობდა, ბოლოს კი ბელარუსში, სოლიგორსკის შახტიორს წვრთნიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები