Thumbnail

საქართველოს ქალთა ნაკრები ბოსნია-ჰერცოგოვინასთანაც დამარცხდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • საქართველო 0:3 ბოსნია-ჰერცოგოვინა
  • გოლები: 0:1 დამიანოვიჩი (22), 0:2 კრაისუმოვიჩი (64), 0:3 კრაისუმოვიჩი (77)
  • ქალთა ნაკრებმა ევროშესარჩევში ბოლო ადგილი დაიკავა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში რიგით მეათე, ბოლო თამაში ჩაატარა და მეათედ დამარცხდა. ლევან ბაჯელიძის გუნდმა თბილისში ბოსნია-ჰერცოგოვინას უმასპინძლა და 0:3 წააგო.

სტუმრებმა პირველი ტაიმი მარია დამიანოვიჩის გოლით მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარში საქართველომ თამაშის გაუმჯობესება სცადა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა სოფია კრაისუმოვიჩმა კი - დუბლი შეასრულა. საბოლოოდ 0:3.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა შესარჩევ ციკლში 10 თამაშში ქულა ვერ მოიპოვა და ბოლო ადგილი დაიკავა. 6-გუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზე დანიის ნაკრებია, მეორეზე კი - იტალია.

საქართველო 0:3 ბოსნია-ჰერცოგოვინა

გოლები: 0:1 დამიანოვიჩი (22), 0:2 კრაისუმოვიჩი (64), 0:3 კრაისუმოვიჩი (77)

საქართველო (4-3-3): გაბუნია - სუთიძე, დანელია, ტატუაშვილი, ქადაგიშვილი - თოდაძე (76. კახნიაშვილი), მატვეევა (77. ბებია), პასიკაშვილი - ჩემინავა, ჭყონია (90. ბოლქვაძე), ბაქრაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები