Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 34 წუთი გაატარა
  • 2 მატჩის ჯამში სანდრო მამუკელაშვილის აქტივში 40 ქულაა

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა NCAA-ს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი კი კვლავაც შედეგიანად გაისარჯა.

შეგახსენებთ, რომ ბიგ ისთის დივიზიონის სასტარტო მატჩში “პირატებმა” ლუისვილთან 70:71 წააგეს და მაშინ სანდრომ 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, აიონა გაელსთან დამაჯერებლად მოგებულ (86:64) შეხვედრაში კი, მისი მონაგარი 18 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი და ჩაჭრა იყო.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და 34 წუთში (თავისი გუნდიდან მან ყველაზე მეტი ითამაშა) 12-დან 7 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო. სანდროზე უკეთესო სტატისტიკა მხოლოდ ჯარედ როდენს ჰქონდა – 26 ქულა, 19 მოხსნა.

სეტონ ჰოლი მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს ჩაატარებს, როდესაც მეტოქედ როუდ აილენდ რემსი ეყოლება. ამ გუნდს 4-დან 2 მოგება აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები