Thumbnail

სარაგოსას ფანების ოვაციები ქართველს | პაპუნაშვილმა ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • სარაგოსა 2:1 ალმერია
  • გიორგი პაპუნაშვილმა სეზონში მე-4 გოლი გაიტანა

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ ალმერიას უმასპინძლა და 2:1 მოუგო. 

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში და 56-ე წუთზე ბენიტოს პასით ანგარიში გახსნა - მან საჯარიმოს ცენტრში მიიღო ბურთი და ცაციით დაბალ კუთხეში გაიტანა.

ეს პაპუნაშვილის მეოთხე გოლია სეზონში. მან ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. 

66-ე წუთზე მწვრთნელმა ქართველი ლეგიონერი გამოცვალა. 85-ე წუთზე ბორხა იგლესიასმა თავისი მე-17 გოლი გაიტანა ჩემპიონატში. ალმერიამ მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა. 

ასეთი ოვაციები მოუწყვეს პაპუნაშვილს სარაგოსას ფანებმა

ამ გამარჯვების შემდეგ სარაგოსა 58 ქულით მე-4 ადგილზე გადავიდა და ლა ლიგის პლეი ოფის ზონაშია (მე-3 - მე-6 ადგილები). 

გიორგი პაპუნაშვილის გოლი ალმერიას კარში (ვიდეო)

კომენტარები

ბოლო ამბები