Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და შვეიცარია 91:84 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ილიას ზუროსმა გასახდელში კალათბურთელებს ემოციური სიტყვებით მიმართა და განაცხადა, რომ მათ მიერ გაწეულ შრომას აფასებს.

ილიას ზუროსი: "ბიჭებო, სწრაფად ვიტყვი: თამაშში ყველამ გული ჩადო, ჩვენ წარმოვადგენთ ქვეყანას და ყველამ ყველაფერი გაიღო. ყველამ, სასტარტოებმა, სათადარიგოებმა გული ჩადეს. მე ამას ვაფასებ, დიდი მადლობა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთად ვართ რთულ და კარგ მომენტებში და ვაყალიბებთ ხასიათს.

ყველას ვაჩვენებთ, რომ ძლიერები ვართ და ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. ვძლევთ პრობლემებს და ვიმარჯვებთ. ეს არის მნიშვნელოვანი, მადლობა ყველას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით საკუთარ თავებს, შემდეგ სხვა გამარჯვებებიც გვექნება".

ილიას ზუროსის 🗣️ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ 🇬🇪✌️💯 adjarabet.com | საქართველოს კალათბურთის ნაკრების გენერალური სპონსორი 🏀

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on ორშაბათი, 30 ნოემბერი, 2020

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძლის რანგში ფინალურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა, საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან 4 გამარჯვება გააჩნია და საგზურს სპორტული პრინციპითაც მოიპოვებდა. სავარაუდოა, რომ თებერვალში, შესარჩევი ეტაპის დარჩენილ მატჩებს სწორედ საქართველო უმასპინძლებს. თუკი არაფერი შეიცვალა, E ჯგუფის “ბაბლი” თბილისში შედგება. ქართველი კალათბურთელები 19 თებერვალს სერბეთს უმასპინძლებენ, 21-ში კი – ფინეთს.

📺 შვეიცარია v საქართველო [მიმოხილვა]

კომენტარები

ბოლო ამბები