Thumbnail
  • შვეიცარია 84:91 საქართველო
  • დარჩენილ ორ თამაშს ნაკრები თებერვალში გამართავს

საქართველოს ნაკრებმა მეოთხე თამაშიც მოიგო და ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს!

ფინეთის ქალაქ ესპოოში ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ მატჩში ილიას ზუროსის გუნდი შვეიცარიას დაუპირისპირდა და 91:84 გაიმარჯვა. საქართველოს ნაკრებს შესარჩევში, რომელშიც უკონკურსოდ თამაშობს, 4 თამაშიდან 4 მოგება აქვს. დარჩენილი 2 მატჩი თებერვალში, სავარაუდოდ, თბილისში გაიმართება.

გიორგი შერმადინის ანგარიშზე 11 ქულა და 8 მოხსნაა

მატჩი ილიას ზუროსის გუნდმა უკეთ დაიწყო - საქართველოს ნაკრები სტარტზე 7:0 დაწინაურდა. თუმცა შვეიცარიელებმა შეძლეს მეოთხედის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრება - 18:18. მეოთხედი ბოლოს ბექაურის სამქულიანის წყალობით მაინც ზუროსის გუნდმა მოიგო 27:24. თად მაკფადენს მეოთხედფში 5 ასისტი ჰქონდა. 

მე-2 მეოთხედში პირველი 2 წუთი საქართველოს ნაკრები ქულას ვერ აგდებდა, სანამ ეს ფევაძემ არ მოახერხა. შესვენებაზე საქართველოს ნაკრები 7-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 46:39.

📺 შვეიცარია v საქართველო [მიმოხილვა]

მესამე მეოთხედში, საქართველოს ნაკრებმა მცირედით კიდევ უფრო გაზარდა თავისი უპირატესობა. სხვაობა მეტიც იქნებოდა, რომ არა გუნდის უყურადღებო თამაში ბოლო წუთებში - 65:54.

ნაკრების უყურადღებო თამაში ბოლო მეოთხედშიც გაგრძელდა, რამაც შვეიცარიას მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე სხვაობის 4 ქულამდე შემცირება. ილიას ზუროსმა წუთშესვენება აიღო. აქ იყოჩაღა შენგელიამ, რომელმაც ზედიზედ ორჯერ ჩააგდო (მეორე "ენდვანით") და სხვაობა 9 ქულამდე გაიზარდა. ბოლო წამებზე მაინც დაიძაბა ვითარება, თუმცა შენგელიას ჩაჭრის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. საბოლოოდ საქართველოს ნაკრებმა 7-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა - 91:84

მატჩში საუკეთესო თად მაკფადენი იყო 24 ქულითა და 6 პასით. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო. თორნიკე შენგელიამ გუნდს 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მოუტანა (22 მქკ), შერმადინმა 11 ქულა და 8 მოხსნა (18).

შვეიცარია 84:91 საქართველო

24:27, 15:19, 15:19, 30:26

შვეიცარია: კაზადი (10), კოტური (10), კოვაჩი (17), მლადიანი (8), ნზეგე (10), ბალდასარი (8), დუბასი (0), გრავეტი (0), ჟონენი (2), ცინი (0)

საქართველო: მაკფადენი (24), ბოქოლოშვილი (3), კორსანტია (9), შენგელია (17), შერმადინი (11), ბექაური (6), ლობჟანიძე (0), ფევაძე (8), ბაქრაძე (12), ლონდარიძე (1), ზაქრაძე (0), ბულაშვილი

 

კომენტარები

ბოლო ამბები