Thumbnail

Nintendo-მ გასართობი პარკი Super Nintendo World-ის პირველი სურათები გაავრცელა

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Super Nintendo World იაპონიაში, ქალაქ ოსაკაში გაიხსნება
  • Nintendo-ს სამყაროში მოგზაურობა, მსურველებს 4 თებერვლიდან შეეძლებათ

როგორც იქნა, დადგა ის მომენტი, რომელსაც ყველა გეიმერი მოუთმენლად ელოდა: კომპანია Nintendo-მ საკუთარი თემატური გასართობი პარკი Super Nintendo World-ის პირველი სურათები და ვიდეო გაავრცელა. 

პარკი უნივერსალ სტუდიოში, იაპონიის ქალაქ ოსაკაში, 2021 წლის თებერვალში გაიხსნება. სურათების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მისი მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 

📷

📷

📷

📷

📷

📷

📷

📷

Nintendo-მ საკუთარი თემატური პარკის გახსნის შესახებ, განცხადება 2015 წელს გააკეთა, რომელშიც ნათქვამი იყო: 

''Universal-ის თემატური გასართობი პარკების სტუმრებს, სულ ცოტა ხანში, მშვენიერი სიურპრიზი ელით: პარკს Nintendo-ს ცნობილი პერსონაჟები და ატრაქციონები შეუერთდებიან.''

ამ ინიციატივას, წლების განმავლობაში, ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა, სულ ბოლოს კი, რა საკვირველია, კორონა ვირუსის პანდემიამაც შეუშალა ხელი, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლის მიხედვით, პარკის გახსნის გადადება აღარ იგეგმება: Nintendo-ს სამყაროში მოგზაურობას, გეიმერები 2021 წლის 4 თებერვლიდან შეძლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები