Thumbnail

"შემოდგომის ერთა თასზე" (8 ერი) საქართველოს ნაკრებმა პირველი ლელო გაიტანა, ეს ირლანდიასთან 10:23 წაგებულ მატჩში გიორგი კვესელაძემ მოახერხა. "ბორჯღალოსნების" ლელო ძალიან სანახაობრივი გამოვიდა და ეს ევროპულმა მედიამაც დააფასა. ბრიტანული RUCK წერს, რომ, შესაძლოა, კვესელაძის ლელო ტურნირის საუკეთესო ლელოც გახდეს. 

📺 გიორგი კვესელაძის ლელო

"wow - საქართველომ ისეთი ლელო გაიტანა, შეიძლება "შემოდგომის ერთა თასის" საუკეთესო ლელოც გახდეს. ჯონი მეის კონკურენტი გამოუჩნდა. გიორგი კვესელაძემ სუპერ სოლორეიდი განახორციელა დუბლინში", - წერს გამოცემა.

ჯონი მეი ინგლისის ნაკრების მორაგბეა, რომელმაც ერთი კვირის წინათ, იმავე ირლანდიას სუპერლელო გაუტანა. 

📺 ჯონი მეის ლელო 

კომენტარები

ბოლო ამბები