Thumbnail

'ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ' - გია გეგუჩაძემ სამტრედიასთან მატჩი შეაფასა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • სამტრედია 1:2 დინამო ბათუმი
  • გოლები: 1:0 თოთაძე (26-პენ), 1:1 ჯიღაური (63), 1:2 დვალიშვილი (93)
  • გია გეგუჩაძის კომენტარი მატჩის შემდეგ

საქართველოს ჩემპიონატის მე-17 ტურში დინამო ბათუმმა ჯაბა ჯიღაურისა და ლადო დვალიშვილის გოლებით სამტრედიას ურთულეს ბრძოლაში 2:1 მოუგო და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ ბათუმელთა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა.

გამოცდილმა სპეციალისტმა მისი გუნდის თამაში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდი ყველა შეხვედრაში მოსაგებად იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელები საჩემპიონო დუელში საკუთარ თავზე არ არიან დამოკიდებულნი.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მთავარი მწვრთნელი): "ვერ ვიტყვი, რომ გუნდს როდესმე ხასიათი აკლდა, თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გამოამჟღავნა. მიუხედავად იმისა, რომ ტაიმნახევარი კაცნაკლულლები ვიყავით და გოლიც გავუშვით, ძალიან კარგია, რომ მოვახერხეთ გათანაბრებაც და წინ გასვლაც. მართლაც, ბიჭებმა ხასიათი გამოავლინეს და დღევანდელ თამაშს მხოლოდ დადებითად ვაფასებ. ჩვენ ჩვენსას ვაკეთებთ, ვთამაშობთ და როგორც ნებისმიერი  გუნდი, ყველა მატჩში მოსაგებად ვიბრძვით".

დინამო ბათუმმა სამტრედიაში გამარჯვებით 32 ქულა დააგროვა და საჩემპიონო ბრძოლაში დარჩა. გია გეგუჩაძის გუნდი მომდევნო მატჩს 5 დეკემბერს, სტუმრად ქუთაისის ტორპედოსთან გამართავს.

📺 სამტრედია 1:2 დინამო ბათუმი

კომენტარები

ბოლო ამბები