Thumbnail

'ლეგენდები არასდროს კვდებიან' - არველაძემ და ფახთაქორმა მარადონა გაიხსენეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შოთა არველაძის გუნდის შთამბეჭდავი პერფორმანსი
  • ფახთაქორში დიეგო მარადონას პატივი მიაგეს

უზბეკეთის ჩემპიონატში შოთა არველაძის გაწვრთნილი ფახთაქორი ტაშკენტის ლოკომოტივს სტუმრად დაუპირისპირდა და 1:0 მოიგო. ეს მატჩი ქართველი სპეციალისტის გუნდისთვის სატურნირო კუთხით არაფერს წყვეტდა, რადგან ჩემპიონობა აქამდეც გაფორმებული ჰქონდა.

ფახთაქორმა ეს თამაში ამ დღეებში გარდაცვლილ მარადონას მიუძღვნა და მთელი გუნდი, ისევე, როგორც სამწვრთნელო შტაბი, მოედანზე არგენტინის ნაკრების ფერებში შეკერილი სპეციალური მაისურებით გავიდა, რომლებზეც დიეგოს ფოტო გახლდათ გამოსახული.

თამაშის შემდეგ შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა: "ლეგენდები არასდროს კვდებიან".

Legends never die 💙 Diego Armando Maradona ♾

Posted by Shota Arveladze on კვირა, 29 ნოემბერი, 2020

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, გულის შეტევის შედეგად 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფახთაქორმა კი უზბეკეთის ჩემპიონის ტიტული 20 ნოემბერს ოფიციალურად გაიფორმა. ტაშკენტელები ბოლო ტურის მატჩს 3 დეკემბერს ჩაატარებენ, ხოლო 7 დეკემბერს უზბეკეთის თასის ფინალში სოგდიანას დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები