Thumbnail

სანვულვზი კრუზეიდერსთან დამარცხდა, ბრეგვაძემ ძირითადში დაიწყო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კრუზეიდერსი 33:11 სანვულვზი.
  • იაპონური კლუბის ზედიზედ მერვე მარცხი სუპერ რაგბიში.
  • ბრეგვაძემ 60 წუთს ითამაშა, ხატიაშვილი განცხადში არ ყოფილა.

სუპერ რაგბის მორიგი ტურის შეხვედრაში, ჯაბა ბრეგვაძისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის სანვულვზი კრუზეიდერსს ახალ ზელანდიაში ეწვია. ჯაბა ბრეგვაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო ნიკოლოზ ხატიაშვილი განაცხადში ვერ მოხვდა.

ჯაბა ბრეგვაძემ მინდორზე 60 წუთი გაატარა. ქართველი მორაგბე იუსუკო ნივაიმ შეცვალა. პირველი ნახევარი მასპინძლებმა მცირე უპირატესობით მოიგეს - 14:5. კრუზეიდერსმა მეორე ტაიმში მეტოქეს სამი ლელო დაუდო და შეხვედრა 33:11 მოიგო.

ახალ ზელანდიურ კლუბს რვა ტურში 6 მოგება და 2 მარცხი აქვს. კრუზეიდერსი სუპერ რაგბიში მე-2 ადგილს იკავებს. სანვულვზს რაც შეეხება, იაპონურ კლუბს რვა მატჩში რვა მარცხი აქვს და სუპერ რაგბიში ბოლო ადგილს იკავებს.

მატჩის მიმოხილვა

 

კომენტარები

ბოლო ამბები