- ლიონელ მესის შთამბეჭდავი საქციელი
- 'ეს გოლი შენია, დიეგო' - ლიონელ მესიმ მარადონა დააფასა
ლიონელ მესიმ ოსასუნას კარში გატანილი გოლი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა. ლეომ ბარსას სასარგებლოდ 4:0 გახადა ანგარიში, შემდეგ მაისურა გაიძრო და ნიუელს ოლდ ბოისის 10-ნომრიანი მაისურა გამოაჩინა.
ის, რომ ლეო შეეცდებოდა გოლის გატანას და მას დიეგოს ხსოვნას მიუძღვნიდა ცხადი იყო, ნიელსის ფორმაც გასაგებია - ეს ხომ ლეოს ბავშვობის კლუბია, სადაც დიეგოსაც უთამაშია - ძალიან ცოტა, 1993/94 წლების სეზონში, მაგრამ მესიმ გაცილებით უფრო შთამბეჭდავი რამ გააკეთა - მან დიეგოს მიერ 1993 წელს ემელეკის კარში ნიუელს ოლდ ბოისის მაისურით გატანილი გოლი გაიომეორა! გოლის გარდა, აღნიშვნაც ზუსტად იმ გოლის მსგავსია. ფაქტია, მესიმ ეს ყველაფერი დაგეგმა!
📺 მარადონას (1993) და მესის გოლები (2020)
ერთი ყველაზე დიდი განსხვავება, რაც თვალშისაცემია, მარადონამ ემელეკს მარჯვენა ფეხით გაუტანა, მესიმ ოსასუნას - ცაციით.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 25 ნოემბერს 60 წლის ასაკში საკუთარ სახლში გულის შეტევისგან გარდაიცვალა. მას მთელი საფეხბურთო სამყარო გლოვობს.
კომენტარები