Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ბექა გორგაძე მძიმე ტრავმას გადაურჩა და წინასწარი ვარაუდით, მოედანს დიდი ხნით არ ჩამოშორდება.

“ბექა გორგაძე თავს უკეთ გრძნობს და ტკივილი არ აწუხებს. მისი მდგომარეობის შესახებ კი, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მას შემდეგ რაც სამედიცინო შტაბი დადებს დასკვნას”, - ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული ბორდოს მესამეხაზელი ირლანდიასთან მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და თამაშის 63-ე წუთზე შეტევაში გახლდათ, როდესაც ფეხი უხერხულად დადგა და სავარაუდოდ მუხლი დაიშავა.

ბექას ნაცვლად მინდორზე მიხეილ გაჩეჩილაძე შევიდა, დარჩენილ დროში კი, საქართველოს ნაკრებს ქულა არ გაუშვია და სახელოვან მეტოქესთან საპატიო ანგარიშით – 10:23 დამარცხდა.

📺 ირლანდია - საქართველო (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები