Thumbnail

ისტორიული გოლის ავტორი ბუბა დიოპი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლეგენდარული სენეგალელი ფეხბურთელი მხოლოდ 42 წლის იყო
  • მან ხანგრძლივ ავადმყოფობასთან გამკლავება ვერ მოახერხა

სენეგალის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ამავე ქვეყნის ლეგენდა პაპა ბუბა დიოპი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვეტერანმა ფეხბურთელმა ხანგრძლივ ავადმყოფობასთან გამკლავება ვერ მოახერხა და სიცოცხლე ადრეულ ასაკში დაასრულა. დიოპი 28 იანვარს მხოლოდ 43 წლის გახდებოდა.

ვისაც გახსოვთ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნითი მატჩი, რომელშიც, დებიუტანტმა სენეგალის ნაკრებმა მოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი დაამარცხა, ბუბა დიოპიც აუცილებლად გემახსოვრებათ. სწორედ მან გაიტანა იმ შეხვედრაში ერთადერთი და სენეგალისთვის ისტორიული გოლი.

იმავე წელს პაპა ბუბა დიოპი ოქროს ბურთის ნომინანტებშიც იყო დასახელებული. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მან თავი 2000 წელს შვეიცარიულ ქსამაქსში გამოიჩინა, შემდეგ კი გრასჰოპერსში, ლანსში, ფულემში, პორტსმუთში, ათენის აეკ-ში, ვესტ ჰემსა და ბირმინგემში ითამაშა.

დიოპმა საფეხბურთო კარიერა 2013 წელს დაასრულა. მან სენეგალის ნაკრებში 2001-2008 წლებში 63 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები