Thumbnail
  • ბარსელონამ ოსასუნა 4:0 დაამარცხა
  • ლიონელ მესიმ გოლი დიეგო მარადონას მიუძღვნა და ხელით გატანაც სცადა
  • გოლები: 1:0 ბრაითვაითი (29), 2:0 გრიზმანი (42), 3:0 კოუტინიო (57), 4:0 მესი (73)

ლა ლიგის მე-11 ტურში ბარსელონამ ოსასუნას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. პამპლონელთა კარში ბოლო გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, რომელიც დიეგო მარადონას მიუძღვნა.

არგენტინელმა გოლის შემდეგ ბარსას მაისურა გაიხადა, რომლის შიგნით ნიუელს ოლდ ბოიზის 10-ნომრიანი მაისურა ეცვა, რითაც დიეგო მარადონა თავის დროზე (1993/94 წლების სეზონში) ლეოს მშობლიურ გუნდში თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ 29-ე წუთზე მესიმ "ღმერთის ხელით" გატანაც სცადა. საბოლოოდ, არგენტინელი ბურთს ხელით არ შეხებია, მაგრამ გოლი მაინც გავიდა, რომელიც დანიელი ფორვარდის, მარტინ ბრაითვაითის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა და მას შემდეგ მესიმ პირველი თამაში ჩაატარა. ამიტომაც, ეს მატჩიც და გოლიც მისი ლეგენდარული თანამემამულის ხსოვნას მიუძღვნა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები