Thumbnail

არ ვიცით როგორ, მაგრამ გადარჩა - რომან გროსჟანის საშინელი ავარია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბაჰრეინის გრან პრიზე ჰაასის ბოლიდი ჯებირს დიდი სიჩქარით შეასკდა
  • რომან გროსჟანი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა

ფორმულა 1-ის ბაჰრეინის გრან პრი დრამატულად დაიწყო. პირველივე წრეზე ჰაასის მბროლელი რომან გროსჟანი ავარიაში მოჰყვა. ფრანგმა ბოლიდი დანილ კვიატის მანქანასთან კონტაქტის შემდეგ ვერ დაიმორჩილა და გზის ჯებირს მაღალი სისწრაფით დაეჯახა, რის შედეგადაც, ბოლიდი აფეთქდა.

აღსანიშნავია, რომ ჰაასის მანქანა შუაზე გაიხსნა და უმალვე ცეცხლი წაეკიდა. საბედნიეროდ, გროსჟანმა ბოლიდიდან გადმოხტომა და ცეცხლის ალიდან გამოსვლა დროულად მოახერხა. მას მაშველებიც დაეხმარნენ და ინციდენტის ადგილს გაარიდეს.

ფრანგი პილოტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ერთ შეხედვით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ჰაასმა გაავრცელა განცხადება პილოტის შესახებ, რომელშიც წერია, რომ გროსჟანს ხელებსა და ტერფებზე მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება, მაგრამ თავს კარგად გრძნობს. რბოლა ამ ეტაპზე შეწყვეტილია.

კომენტარები

ბოლო ამბები