Thumbnail

ხაბიბმა MMA ორგანიზაცია შეიძინა და დიდი გეგმები აქვს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ნურმაგომედოვმა GFC შეიძინა
  • შესაძლოა მისი ორგანიზაცია UFC-ის პარტნიორი გახდეს

32 წლის MMA-ის ცოცხალი ლეგენდა, ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯასტინ გეიჯისთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, ოქტომბერში სპორტიდან წავიდა. თუმცა, რუსული გამოცემა RT Sport-ი ამბობს, რომ დაღესტნელი ახალ საქმეს იწყებს. ხაბიბმა 1$ მილიონ დოლარად MMA ორგანიზაცია - Gorilla Fighting Championship-ი შეიძინა.

როგორც ჟურნალისტი აზმატ ბოსტანოვი წერს, ნურმაგომედოვი GFC-ის ინიციალებს გადააკეთებს და მას მომავალში Eagle Fighting Championship (EFC) ეწოდება. სახელის ცვლილებასთან ერთად, ხაბიბის მიერ მართული ორგანიზაცია, ეცდება ბრძოლები რუსეთის საზღვრებს გარეთაც გაიტანოს, მაგალითად არაბულ ქვეყნებში და ამერიკაში.

სიტუაციას საინტერესოს ხდის, ის ფაქტიც, რომ ნურმაგომედოვმა 3 დღის წინ ინსტაგრამზე დანა უაითთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა 'მალე შევხვდებით' წარწერით. რაც იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ EFC-ი, შესაძლოა მომავალში UFC-ის პარტნიორი ორგანიზაცია გახდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები