Thumbnail

'მებრძოლი გუნდი ვართ, არასოდეს ვნებდებით' - ზუროსმა ნაკრების წევრებს მიმართა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ზუროსი შვეიცარიისთვის ემზადება
  • მთავარმა მწვრთნელმა მოთამაშეებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა

გუშინ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა, გასვლაზე ფინეთი 91:85 დაამარცხა და ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ, გუნდს მთავარი მწვრთნელი - ილიას ზუროსი გაესაუბრა.

ილიას ზუროსი: "თორნიკე შენგელია გუშინ შემოგვიერთდა და მატჩში მთელი გული ჩადო. არამარტო მან, ყველამ და ეს ძალიან მახარებს. თქვენ იბრძვით, კარგად თუ ცუდად, თქვენ იბრძვით და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ზუსტად ეს არის ის, რაც მინდა, რომ თქვენგან მოედანზე დავინახო. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ნაკრების მებრძოლი გუნდია, არასოდეს ნებდება! კი, თამაშისას იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ეს ნორმალურია, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა.

დღეს ჩვენ ვიბრძოლეთ და დავწერეთ ისტორია, რადგან ფინეთში საქართველოს ნაკრებმა პირველად მოიგო. ყველას ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. გილოცავთ გამარჯვებას, ახლა უნდა დავისვენოთ და მოვემზადოთ მომდევნო მატჩისთვის.

შვეიცარიამ სერბეთი დაამარცხა, ჩვენ კი, შვეიცარიელებს უნდა ვაჯობოთ, ჩვენთვის და ყველასთვის!"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს, ზუროსის ნაკრები ისევ ფინეთში, 30 ნოემბერს, ამჯერად შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები