Thumbnail

დაბრუნება 43 დღის შემდეგ - კიტეიშვილმა ბუნდესლიგაში ითამაშა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • შტურმი 1:0 ტიროლი
  • ოთარ კიტეიშვილი მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმმა 1:0 დაამარცხა ტიროლი. ამ თამაშში ტრავმის მერე პირველად ითამაშა ქართველმა ნახევარმცველმა, რომელმაც 59-ე წუთზე კუენი შეცვალა. მას სტუმართა გოლის მერე კარგი მომენტი შეექმნა, მაგრამ 79-ე წუთზე ოთარმა კარს ოდნავ ააცილა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა ერთა ლიგის თამაშში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მიიღო და მას მერე, ნაკრების ნოემბრის ფანჯარა და შტურმის ხუთი მატჩი გამოტოვა. მოედანს ის 43-დღიანი იძულებითი პაუზის მერე დაუბრუნდა. ბუნდესლიგის 5 მატჩში მის ანგარიშზე 1 გოლია. 

კომენტარები

ბოლო ამბები