Thumbnail
  • იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ლეგენდამ შესაძლოა, კარიერა არ დაასრულოს
  • ბუფონს სამხრეთამერიკული გრანდი ეპატიჟება

ტურინის იუვენტუსისა და იტალიის ნაკრების ცოცხალი ლეგენდა ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა, ბოკა ხუნიორსში აღმოჩნდეს. 

ყოველ შემთხვევაში, არგენტინული გრანდის თავკაცმა ბარიოს შელოტომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოკას ბუფონის დამატება აინტერესებს. 

"კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, რომ ისინი დაუკავშირდნენ ბუფონს მომავალი ტრანსფერის საკითხზე. მიღწეულია შეთანხმება, რომ მოლაპარაკება 17 მაისის მერე შედგება. შესაძლოა, ჯიჯიმ ისე დაასრულოს კარიერა, ვერ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ ჩვენ მასთან ერთად შევეცდებით კოპა ლიბერტადორესის მოგებას", - განაცხადა შელოტომ.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ბუფონის კონტრაქტი იუვენტუსთან 2018 წლის ივნისში იწურება. ბუფონი არ გამორიცხავს, რომ სეზონის შემდეგ კარიერას დაასრულებს. თუმცა ახლა მას ბოკა ხუნიორსის ვარიანტი გამოუჩნდა.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ბუფონი საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილებას 20 მაისამდე, ვერონასთან საშინაო მატჩამდე მიიღებს. მანამდე კი იტალიის ჩემპიონატია მეცხრედ მოსაგები. 
ბუფონის გადაბირების საქმეში მონაწილეობას 34 წლის კარლოს ტევესი იღებს, ერთ დროს ბუფონის თანაგუნდელი ამჟამად ბოკას ფორვარდია. 

კომენტარები

ბოლო ამბები